Thumbnail

საჭადრაკო ოლიმპიადა გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საჭადრაკო ოლიმპიადა 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება
  • აჭარის დედაქალაქს 4 ათასამდე სპორტსმენი და დელეგატი ესტუმრა

24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება. ტურნირის ფარგლებში, ბათუმს 180 ქვეყნის 4 ათასამდე მოჭადრაკე და დელეგატი ესტუმრა. 

საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზული ცერემონიალი შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გაიმართა და მას არაერთი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობის უმაღლესი პირები და ფიდეს მესვეურები.

საჭადრაკო ოლიმპიადა 11 ტურისგან შედგება და შვეიცარიული სისტემით წარიმართება. პირველი ტური 24 სექტემბერს გაიმართება.

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა Black Sea Arena-ზე გაიხსნა

 

კომენტარები

ბოლო ამბები