Thumbnail

ძიუდო | ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე ბრძოლა წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დღესვე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი იასპარეზებს
  • საქართველოს ნაკრებს ბაქოში მიმდინარე ტურნირში ამ დრომდე ერთი ბრინჯაო რჩება 

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც მეტოქედ გერმანელი ედუარდ ტრიპელი ყავდა. ბექამ შეხვედრა წუთსა და 18 წამში, იპონით დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა.

დღესვე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს უშანგი მარგიანი, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ერთვება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ამ წონაში, ნაკრებში ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ეცილებოდნენ. ღვინიაშვილმა და ჭრიკიშვილმა სექტემბრის დასაწყისში ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასზე იასპარეზეს, სადაც ფინალში იჭიდავეს.  შეხვედრა ბექამ ვაზარით მოიგო და საგზურიც დაისაკუთრა

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირში ამ დრომდე ერთი ბრინჯაო რჩება, რომელიც პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა (-60) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები