Thumbnail

სან სიროზე დაკარგული სამი ქულა - მილანი მე-13 ადგილზეა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანმა სან სიროზე ქულები დაკარგა
  • რიგონი ბერგამოელთა გმირი გახდა
  • როსონერის ისევ ერთი მოგება აქვს

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში მილანმა 'სან სიროზე' ატალანტას უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა. როსონერიმ უმნიშვნელოვანესი ქულები ბოლო წუთზე დაკარგა, როდესაც ემილიანო რიგონიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

მილანი 2:2 ატალანტა

გოლები: 1:0 იგუაინი (2), 1:1 გომესი (54), 2:1 ბონავენტურა (61), 2:2 რიგონი (91)

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - ბონავენტურა, ბილია, კესიე - სუსო, იგუაინი, ჩალჰანოღლუ

ატალანტა (3-4-3): გოლინი - მასიელო, პალომინო, ტოლოი - გოსენსი, ფროლერი, კასტანიე, დე რუნი - ბაროუ, პაშალიჩი, გომესი

ჯენარო გატუზოს გუნდი მე-2 წუთზე დაწინაურდა, სუსოს გადაცემის შემდეგ, გონსალო იგუაინმა ერთი შეხებით დაარტყა და პიერლუიჯი გოლინის შანსი არ დაუტოვა - 1:0. მუნტარის გოლის შემდეგ, რომელიც მან იუვენტუსს მე-18 წამზე გაუტანა, იგუაინის გოლი მილანისთვის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფად გატანილი გოლია - წუთი და 33 წამი.

ატალანტამ მეორე ტაიმში 'პაპუ' გომესის გოლით გაათანაბრა, ზუსტად შვიდ წუთში კი მილანი ჯაკომო ბონავენტურამ ისევ დააწინაურა. ატალანტას გათანაბრების შანსი მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მიეცა, მაგრამ როდრიგესმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ბერგამოელებმა მაინც გაათანაბრეს, ემილიანო რიგონიმ 91-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ატალანტას ქულა მოუტანა. ატალანტა და მილანი 5-5 ქულით 12-13 ადგილებს იყოფენ.

მილანს ატალანტასთვის სან სიროზე 4 წელია არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები