Thumbnail

1. ძალოსნობა | ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი

თბილისის ფრენბურთის დარბაზში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. შეჯიბრის ბოლო დღეს საქმეში ლაშა ტალახაძე ჩაერთო და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 214 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 264, რაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგია. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 478 კგ. დაძლია, რაც ასევე რეკორდია. ვრცლად

2. სუმო | ტოჩინოშინმა აკი ბაშო დაასრულა

აკი ბაშოზე ბოლო, მე-15 დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ბოლო მეტოქე აკი ბაშოზე ასევე ოძეკი ტაკაისუ იყო, რომელთანაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 7:9-ს აგებდა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს ოკურიდაშით აჯობა და აკი ბაშოზე დადებითი ბალანსი, 9:6 დააფიქსირა. გორგაძის მიზანი აკი ბაშოზე ოძეკის ტიტულის შენარჩუნება იყო. ტოჩინოშინმა ტრავმით 9 შეხვედრის მოგება მოახერხა და ნოემბრის ბაშოსაც ოძეკის სტატუსით შეხვდება. ტოჩინოშინის ყველა ბრძოლა აკი ბაშოზე

3. ძიუდო | სამი დღე მედლის გარეშე!

ბაქოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის მეოთხე დღეს, 81-კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ზებედა რეხვიაშვილი წარმოადგენდა. ქართველ ძიუდოისტს პირველივე დაპირისპირება პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან მოუწია. სამწუხაროდ, რეხვიაშვილი დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ხუთშაბათს, ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი უმედლოდ დარჩა. პარასკევს და შაბათს, მედლები ვერც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ვრცლად ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ

4. ჩოგბურთი | ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთად!

როცა ორი ლეგენდარული ჩოგბურთელი წყვილში ერთად თამაშობს, ეს სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ისინი მოწინააღმდეგე წყვილს აუცილებლად დაამარცხებენ. ჩიკაგოში, Laver Cup-ზე ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები, როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკელ ჯეკ სოკს და სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს დაუპირისპირდნენ და 7:6 (7:5), 3:6, 6:10 დამარცხდნენ! აღსანიშნავია, რომ როჯერმა და ნოვაკმა წყვილში ერთად პირველად ითამაშეს. იხილეთ ვიდეო

5. კრივი | ენტონი ჯოშუას ისტორიული გამარჯვება

ენტონი ჯოშუამ პოვეტკინთან ბრძოლაში, ნოკაუტამდე განვლილი 6 რაუნდი არამდამაჯერებელად ჩაატარა - პირველი ორი საერთოდ წააგო და დანარჩენებში გამარჯვება ოდნავი უპირატესობით მოიპოვა. მეშვიდე რაუნდამდე ვხედავდით, რომ ბრიტანელს მისთვის უხერხული მეტოქე შეხვდა - მაგარი ტექნიკის მქონე, მოძრავი და გამოცდილი პოვეტკინი. თუმცა, მეშვიდე რაუნდში, ჯოშუამ ზედმეტი ძალის დახარჯვის გარეშე, 39 წლის პოვეტკინი, 13 წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე პირველად - ნოკაუტში ჩააგდო და ბრძოლა დაასრულა. ვრცლად 

 

კომენტარები

ბოლო ამბები