- ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარი ფინალში გავიდა
- კაჭარავა და გაჩეჩილაძე კიდევ ერთხელ ეცდებიან ტიტულის მოგებას
რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში პლეი ოფის მატჩები მიმდინარეობს. ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარმა ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა და ფრედ, 29:29 ითამაშა. კრასნი იარს პირველი მატჩი გასვლაზე 21:7 ჰქონდა მოგებული და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
ლაშა მალაღურაძემ სამიდან სამი გარდასახვა გაიტანა, რასაც ოთხი ზუსტი ჯარიმაც მიუმატა. გიორგი ფრუიძემ შეხვედრის 74-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა. გიორგიმ ბურთი კრასნი იარის ჩათვლის მოედანთან ახლოს ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და მეტოქეს ლელო დაუდო.
დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეიმ ყუბანს მეორე შეხვედრა 29:28 მოუგო და ფინალის საგზური გაინაღდა. ქართველების გუნდმა მეტოქეს პირველი მატჩი სტუმრად დიდი ანგარიშით, 38:7 მოუგო.
ფინალური დაპირისპირება 26 სექტემბერს გაიმართება.
კომენტარები