Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის ბოლოს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს
  • ლეგენდარული შვედი მხოლოდ მალმიოს ვარიანტს განიხილავს

ფეხბურთის შვედი სუპერვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის სამშობლოში დასრულებაზე ფიქრობს.

“ყველა კარი ღიაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არის კიდევ ერთი ტიტული, რომელიც ჯერაც არ მომიგია!” - განაცხადა ლოს ანჯელეს გელექსის 36 წლის ფორვარდმა  შვედ ჟურნალისტ ალექს შულმანთან ინტერვიუში, როდესაც მან შვედეთში დაბრუნებაზე ჩამოუგდო სიტყვა.

ზლატანს MLS-ის მიმდინარე სეზონში 17 გოლი აქვს გატანილი

ზლატანმა კარიერა შვედურ მალმიოში დაიწყო, მერე ჰოლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ინგლისში ითამაშა, ახლა კი ამერიკაშია და MLS-ს ამშვენებს. თუკი სამშობლოში დაბრუნდება, იბრა, რომელსაც შვედეთის ეროვნულ გუნდში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა, მხოლოდ მალმიოს ვარიანტს განიხილავს და ამბობს, რომ სხვა შვედურ კლუბში არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებს.

“მხოლოდ მალმიო და ეს გუნდი შვედეთის ჩემპიონატს მოიგებს! მათგან შეთავაზება მივიღე, ჩემი დაბრუნება სურთ და უნდათ, რომ კარიერა იქ დავასრულო,” - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი ლოს ანჯელეს გელექსიში მარტში, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა და ამერიკულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები