Thumbnail

მე-3 დღე უმედლოდ! ზებედა რეხვიაშვილი ანრი ეგუტიძესთან დამარცხდა

  • საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მედალი აქვს
  • სამი წონითი კატეგორია და ოთხი ქართველი ძიუდოისტი 

ბაქოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის მეოთხე დღეს, 81-კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ზებედა რეხვიაშვილი წარმოადგენდა. ქართველ ძიუდოისტს პირველივე დაპირისპირება პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან მოუწია. სამწუხაროდ, რეხვიაშვილი დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ანრი ეგუტიძემ ზებედა რეხვიაშვილს დამატებით დროში მოუგო

ანრი ეგუტიძემ ზებედა რეხვიაშვილს დამატებით დროში მოუგო

Posted by Silk Sport on შაბათი, 22 სექტემბერი, 2018

საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ძიუდოისტი დარჩა. ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი მძიმე წონაში.

კომენტარები

ბოლო ამბები