Thumbnail

ენტონი ჯოშუას ისტორიული გამარჯვება - პოვეტკინი ნოკაუტით პირველად დამარცხდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • WBA, WBO და IBF ქამრების მფლობელმა ბრძოლა მეშვიდე რაუნდში დაასრულა
  • რუსმა მოკრივემ 13 წლიანი კარიერის მანძილზე, ნოკაუტით პირველად წააგო!

ენტონი ჯოშუამ პოვეტკინთან ბრძოლაში, ნოკაუტამდე განვლილი 6 რაუნდი არამდამაჯერებელად ჩაატარა - პირველი ორი საერთოდ წააგო და დანარჩენებში გამარჯვება ოდნავი უპირატესობით მოიპოვა. მეშვიდე რაუნდამდე ვხედავდით, რომ ბრიტანელს მისთვის უხერხული მეტოქე შეხვდა - მაგარი ტექნიკის მქონე, მოძრავი და გამოცდილი პოვეტკინი.

თუმცა, მეშვიდე რაუნდში, ჯოშუამ ზედმეტი ძალის დახარჯვის გარეშე, 39 წლის პოვეტკინი, 13 წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე პირველად - ნოკაუტში ჩააგდო და ბრძოლა დაასრულა. ბრიტანელმა ბოლო ბრძოლა მარტში ახალი ზელანდიელი ჯოზეფ პარკერის წინააღმდეგ ჩაატარა და ქულებით მოიგო "კარგია, რომ ნოკაუტით მოგებას დავუბრუნდი..." ამბობდა ბრძოლის შემდეგ ჯოშუა.

👊 თავიდან, ტანზე გადართვა...

ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი, ჯოშუას სტრატეგიული ცვლილება აღმოჩნდა, როდესაც 28 წლის უოტფორდელმა - პოვეტკინის თავის არეში იერიშები, ე.წ. 'კორპუსზე' გადაიტანა "ვიცოდი, რომ პოვეტკინს ძლიერი ყბა ჰქონდა, ამიტომ 5 რაუნდის შემდეგ კორპუსის დამუშავებაზე გადავედი..." განაცხადა ჯოშუამ.

 "რუსეთში ჩამოსვლა მინდა..." ბრძოლის შემდეგ ჯოშუა პოვეტკინს გაესაუბრა

ალექსანდრ პოვეტკინი ადრეც დაცემულა - ვლადიმერ კლიჩკოს, კარლოს ტაკამის და ბოლოს დევიდ პრაისის წინააღმდეგ, თუმცა გამძლე და ძლიერი რუსი ყოველთვის ახერხებდა ბრძოლის შემობრუნებას. მას ერთადერთი ბრძოლა აქამდე მხოლოდ ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ - ქულებით ჰქონდა წაგებული.

🍕 რა იქნება შემდეგ?

ბრძოლის დასრულებისთანავე, ჯოშუამ განაცხადა რომ აპრილს დიდი ინტერესით ელოდება. დივიზიონში 3 გამოკვეთილი კანდიდატი არსებობს - ტაისონ ფიური და დეონტეი უაილდერი, რომლებიც დეკემბერში იჩხუბებენ და დილიან უაითი - ჯოშუას მეგობარი და რინგზე ძველი მტერი.

ბრიტანელს პროფესიულ და სამოყვარულო კრივში ერთადერთი ბრძოლა აქვს წაგებული - უაითის წინააღმდეგ, თუმცა პროფესიულ რინგზე ბრიტანული ტიტულისთვის, საშინელი ნოკაუტით ჰყავს დამარცხებული.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აპირლში ჯოშუა უაითს შეხვდეს, დიდი ალბათობით მისი მეტოქე უაილდერი - ფიურის შორის გამარჯვებული იქნება - ლას ვეგასში დიდი ჩხუბი პირველ დეკემბერს გაიმართება!

ჯოშუა V პოვეტკინი - გალერეა

ჯოშუა V პოვეტკინი - გალერეა

ჯოშუა V პოვეტკინი - გალერეა

ჯოშუა V პოვეტკინი - გალერეა

ჯოშუა V პოვეტკინი - გალერეა

კომენტარები

ბოლო ამბები