Thumbnail

ტრავმით მოგებული 9 ბრძოლა, ტოჩინოშინმა აკი ბაშო დაასრულა

  • ტოჩინოშინმა აკი ბაშოს ბოლო დღეს გამარჯვება იზეიმა
  • გაგამარუმ აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა 

აკი ბაშოზე ბოლო, მე-15 დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ბოლო მეტოქე აკი ბაშოზე ასევე ოძეკი ტაკაისუ იყო, რომელთანაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 7:9-ს აგებდა.

ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს ოკურიდაშით აჯობა და აკი ბაშოზე დადებითი ბალანსი, 9:6 დააფიქსირა. გორგაძის მიზანი აკი ბაშოზე ოძეკის ტიტულის შენარჩუნება იყო. ტოჩინოშინმა ტრავმით 9 შეხვედრის მოგება მოახერხა და ნოემბრის ბაშოსაც ოძეკის სტატუსით შეხვდება.

ჰაკუჰომ აკი ბაშო დაუმარცხებლად დაასრულა. ბოლო დაპირისპირებაში კაკურიუს ოკურიდაშით სძლია და 15:0-ზე ბალანსი დააფიქსირა.

ტოჩინოშინი V ტაკაიასუ - აკი ბაშოს მე-14 რაუნდი

ტოჩინოშინი V ტაკაიასუ - აკი ბაშოს მე-14 რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

ტოჩინოშინის ასპარეზობა აკი ბაშოზე (📺 ყველა ბრძოლა)

მოგება : ჩიოტარიუ, იუტაკაიამა, ტამავაში, იკიოი, იჩინოჯო, კაისეი, კაკურიუ, აბი

მარცხი: ტაკაკეიშო, მიტაკეუმი, გოეიდო, კისენოსატო, ჰაკუჰო, შოდაი

გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) აკი ბაშოს ბოლო დღესაც დამარცხდა. ჯურიოს მე-12 ნომერი გაგამარუ დაიამამისთან, ჯურიოს მე-4 ნომერთან იორიკირით დამარცხდა და ტურნირი უარყოფითი ბალანსით დააასრულა - 6:9.

როგორც გუშინ აღვნიშნეთ, დიდი ალბათობით, ქართველი სუმოისტი მესამე, მაკუშიტა დივიზიონში გავარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები