Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | დინამო არისთან მეორე შეხვედრაშიც განადგურდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არისი 92:54 დინამო
  • ბერძნები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ
  • დინამოს ორ მატჩში 182 ქულა ჩაუგდეს

ფიბას ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, თბილისის დინამო ბერძნულ არისთან ისევ განადგურდა. თბილისში განცდილი 26-ქულიანი მარცხის შემდეგ, დინამომ ბერძენთა არენაზე ოთხივე პერიოდი წააგო და ამჯერად 38-ქულით დამარცხდა.

არისმა პირველი ტაიმი 17-ქულით, 49:32 მოიგო. დინამომ მესამე პერიოდში მხოლოდ რვა ქულა ჩააგდო. ბერძნებმა მატჩი 92:54 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ნიჟნი ნოვგოროდი იქნება.

დინამო: დოუელი - 14 ქულა, ჭოჭუა - 13 ქულა, ბუბალო - 10 ქულა, ბოქოლიშვილი - 7 ქულა, ბერიშვილი - 7 ქულა.

სრული მატჩი

 

კომენტარები

ბოლო ამბები