Thumbnail
  • რეალი 80:73 ბასკონია
  • შენგელიას 12 ქულა სუპერთასის ფინალში
  • სამეფო კლუბმა სეზონი ტიტულით გახსნა

ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის ფინალში, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია მადრიდის რეალთან დაძაბულ ბრძოლაში, 80:73 დამარცხდა. მადრიდელებმა სუპერთასი, არსებობის ისტორიაში, მეხუთედ მოიგეს.

ბასკონია შეხვედრას ბოლო პერიოდამდე იგებდა, რეალმა კი სწორედ ბოლო მეოთხედში შეძლო რვაქულიანი უპირატესობის მოპოვება და მატჩის მოგება.

რეალი 80:73 ბასკონია (20:21, 22:23, 19:18, 19:11).

თორნიკე შენგელიამ 17:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულას, 2 მოხსნასა და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა 18-წუთში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. მატჩის MVP სერხიო ლული გახდა, რომელმაც 15 ქულა დააგროვა. მადრიდელთაგან 13-13 ქულა ჩააგდეს ფაკუნდო კამპაცომ და კლემენ პრეპელიჩმა.

ბასკონია ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ არენაზე, სარაგოსას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 29 სექტემბერს გაიმართება. შენგელიას გუნდი ევროლიგის გათამაშებაში 12 ოქტომბრიდან ჩაერთვება, მათი მეტოქე პირველ ტურში ჟალგირისი იქნება.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები