Thumbnail

ასენსიოს გადამწყვეტი 'ბერნაბეუზე', თომა ლემარის ბენეფისი ატლეტიკოში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რეალმა VAR-ის წყალობით მოიგო
  • ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში იმარჯვა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში იმარჯვეს მადრიდულმა გრანდებმა, თუკი დიეგო სიმეონეს გუნდის უპირატესობა მადრიდულ დერბიში ხეტაფეს წინააღმდეგ აშკარა იყო, "სამეფო კლუბს" ცოტა გაუჭირდა კიდეც ესპანიოლთან.

ესპანიოლთან ხულიენ ლოპეტეგიმ ნავასი, კროოსი, ბეილი და მარსელო დაასვენა. ამ ექსპერიმენტის გარდა უნდა აღვნიშნოთ მარკო ასენსიოს გოლი 41-ე წუთზე, რომელიც VAR-ის წყალობით ჩაითვალა. ისე, კი რეალმა ერთ-ერთი მოსაწყენი მატჩი ითამაშა, თუმცა მიზანს მიაღწია და სამი ქულა მოიპოვა. 

საინტერესო ფაქტები

► მარკო ასენსიომ ლა ლიგაში თებერვლის მერე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი 2017 წლის ნოემბრის შემდეგ.

► კაზემირომ მატჩში 14-ჯერ მოუპოვა "ატლეტიკოს" ბურთი, ეს ბრაზილიელისთვის ლა ლიგის რეკორდია.

რეალი 1:0 ესპანიოლი

გოლი: 1:0 ასენსიო (41) 

ესპანეთის პრიმერას მორიგ ტურში "მშრალად" მოიგეს მადრიდულმა გრანდებმა. (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (63. ლ. ვასკესი) - ისკო (79. მ. ლორენტე), ბენზემა (60. მარიანო დიასი), ასენსიო 

მანამდე რამდემიმე საათით ადრე მადრიდულ დერბიში ატლეტიკომ შანსი არ დაუტოვა ხეტაფეს - 2:0. ორივე გოლი თომა ლემარის დამსახურებაა, ატლეტიკოს ყველაზე ძვირადშენაძენმა ფეხბურთელმა ამ სატრანსფერო სეზონში, ჯერ მეკარე აიძულა, რომ ავტოგოლი გაეტანა, შემდეგ კი მის დაუხმარებლადაც გაიტანა.

თომა ლემარის საუკეთესო მატჩი ატლეტიკოში

საინტერესო ფაქტები

► 2006 წლის მერე პირველად "ხეტაფეს" გოლკიპერმა საკუთარი კარი დალაშქრა. 

► "ხეტაფეს" ივან ალეხო მოედანზე გამოსვლიდან 4 წუთსა და 21 წამში გააძევეს.

► თომა ლემარმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველი გოლი 416 წუთის შემდეგ გაიტანა. 

ხეტაფე 0:2 ატლეტიკო

გოლები: 0:1 სორია (14 ს.კ.), 0:2 ლემარი (60)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში (71. გოდინი) - ლემარი (80. ა. კორეა), როდრი (58. თომასი), საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი 

გაძევება: ალეხო (67. ხეტაფე)

სხვა მატჩები

ვალეკანო 1:5 ალავესი

სელტა 3:3 ვალიადოლიდი

ეიბარი 1:0 ლეგანესი

უესკა 0:1 სოსიედადი

კომენტარები

ბოლო ამბები