Thumbnail

ტოჩინოშინი: ეს სიხარულის ცრემლებია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა მომდევნო ორ ბაშოზე ოძეკის რანგი გაინაღდა
  • ქართველი სუმოისტის კომენტარი გამარჯვების შემდეგ
აკი ბაშო | ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული შეინარჩუნა, აბი დამარცხებულია!

სუმოს ისტორიაში პირველ ქართველ და მესამე ევროპელ ოძეკი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაბევებლად 14 დღე ეყო. ლევანს აბისთან გამარჯვების შემდეგ, 8-6 ბალანსი აქვს და მიზანი მიღწეულია. 

იმის გამო, რომ წინა ბაშოზე ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ბოლომდე ვერ იასპარეზა (5-10 ბალანსი) და უარყოფითი ბალანსი მიითვალა, ის კადობანში იყო გადაყვანილი. სუმოს წესებით ოძეკი, რომელიც კადობანშია ტიტულს კარგავს, თუ მომდევნო ბაშოზე დადებით ბალანსს ვერ მიაღწევს. საბედნიეროდ, ტოჩინოშინმა ეს კრიზისი გადალახა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არც ამ ბაშოზე იყო ბოლომდე ჯანმრთელი და საუკეთესო ფორმისგანაც შორს იყო. 

ახლა ტოჩინოშინს გარანტირებული აქვს მომდევნო ორ ბაშოზე ოძეკის რანგში ჭიდაობა. 
აბისთან გამარჯვების შემდეგ 30 წლის ქართველმა Sankei Sports-ს უთხრა: "ვგრძნობდი, რომ დღეს აუცილებლად უნდა მომეგო და როცა მართლა გავიმარჯვე. დიდი შვება ვიგრძენი. ბაშოს საუკეთესო ფორმაში ვერ შევხვდი, ფეხები "არ მომყვებოდა", თავიდან ძალიან დაძაბული და ნერვიული ვიყავი. ვერ ვვარჯიშობდი და ამის გამო თვითრწმენა დავკარგე. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დადებითი ბალანსია ბოლო დროს. რაც შეეხება ცრემლებს, ეს სიხარულის ცრემლებია, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ".

კომენტარები

ბოლო ამბები