Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული შეინარჩუნა, აბი დამარცხებულია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა
  • გაგამარუმ უარყოფითი ბალანსი გაინაღდა
  • იმპერატორის თასი ჰაკუჰომ მოიგო
ტოჩინოშინმა ასე დაიცვა ოძეკის ტიტული

აკი ბაშოზე ბოლოსწინა, მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მე-4 მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა და შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა. 

ამით ტოჩინოშინმა 8-6 ბალანსი მიიღო და დადებითი ბალანსი გაიფორმა იმის მიუხედავად, რას იზამს ქართველი ბოლო დღეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიცვა და ამ ტიტულს სულ მცირე, მომდევნო ორ ბაშოზე ატარებს (2018 წლის ნოემბერში და 2019 წლის იანვარში). 

ბაშოს უკანასკნელ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაიასუა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 7:9-ს აგებს (ერთხელ ტოჩინოშინი ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა). 

ჯურიოს მე-12 ნომერი გაგამარუ მესამე დივიზიონის სუმოისტთან, ტომოკაძესთან ჰატაკიკომით დამარცხდა. დიდი ალბათობით, ქართველი სწორედ მესამე, მაკუშიტა დივიზიონში ჩაეშვება, რადგან უარყოფითი ბალანსი გაინაღდა - 6-8. უკანასკნელ დღეს ჯურიოს მე-4 ნომერი დაიამამი იქნება. 

ჰაკუჰოს 41-ე თასი

დღის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ბრწყინვალე ილეთით დაამარცხა ოძეკი გოეიდო და წლეულს პირველი კარიერაში კი სარეკორდო 41-ე იმპერატორის თასი მოიგო. დიდმა მონღოლმა ელიტაში კარიერის მე-1 000 გამარჯება მოიპოვა! მას 14-0 ბალანსი აქვს და კონკურენტებისთვის მიუღწეველია.

ჰაკუჰომ მეათასე გამარჯვებით იმპერატორის თასი დაიბევა

აკი ბაშო. XIV დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

ჰაკუჰო ⚪ გოეიდო ⚫ (უვატენაგე)

კისენოსატო ⚪ კაკურიუ ⚫ (იორიკირი)

მიტაკეუმი ⚪ ტაკაიასუ ⚫ (ცუკიოტოში)

ტოჩინოშინი ⚪ აბი ⚫ (შიტატენაგე)

იჩინოჯო ⚪ შოდაი ⚫ (ჰატაკიკომი)

ტაკაკეიშო ⚪ მიოგირიუ ⚫ (ჰიკიოტოში)

ჩიონოკუნი ⚪ ტამავაში ⚫ (ცუკიდაში)

კაისეი ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (იორიკირი)

ბაშოს ლიდერები

14-0 

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

11-3

ტაკაიასუ (ოძეკი)

გოეიდო (ოძეკი)

10-4

კაკურიუ (იოკოძუნა)

კისენოსატო (იოკოძუნა)

იოშიკაძე (მაეგაშირა 15)

კომენტარები

ბოლო ამბები