Thumbnail
  • მიუხედავად ასაკისა, ოსკარ ტაბარესი პენსიაზე არ გადის
  • რეკორდსმენმა მწვრთნელმა ურუგვაისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს 2022 წლამდე უხელმძღვანელებს. 71 წლის ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კიდევ 4 წელი იმუშავებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად პარასკევს საღამოს დაადასტურა.

ტაბარესმა, რომელიც ურუგვაის 1988-დან 1990 წლამდეც თავკაცობდა, “სელესტე” 2006 წელს ჩაიბარა და ქვეყნის პირველი გუნდის რეკორდსმენია. ურუგვაის ნაკრებს მან 4 მუნდიალზე უხელმძღვანელა. 2010 წელს მისი ნაკრები მუნდიალის მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანიასთან დამარცხდა და მე-4 ადგილი დაიკავა, 1990 და 2018 წლებში მე-8 ფინალში, ხოლო 2014 წელს კი მეოთხედფინალში გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები