Thumbnail

უეფა: გერმანია თურქეთს ჯობია! ვინ უმასპინძლებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს? 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სად ჩატარდება ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი
  • უეფამ ორივე კანდიდატი, გერმანია და თურქეთი შეაფასა
  • საბოლოო გადაწყვეტილება 27 სექტემბერს გახდება ცნობილი

უეფამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ორივე ქვეყნის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. როგორც იცით, ევრო 2024-ის მასპინძლობაზე გერმანიას და თურქეთს აქვთ განაცხადი შეტანილი. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 27 სექტემბერს უნდა გადაწყვიტის, სად ჩატარდება კონტინენტის პირველობა 2024 წელს. წინასწარ შეფასებაში ნათქვამია, რომ გერმანიის განაცხადი შინაარსითა და იდეებით თურქეთის განაცხადზე უკეთესია!

ფილიპ ლამი

“ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ძალიან კარგად გავაკეთეთ. უეფამ მცირე უპირატესობა მოგვანიჭა, რის გამოც ძალიან ამაყი ვარ!” - განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა, რომელიც გერმანიის მხარეს წარმოადგენს.

“გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხედვები უფრო ინსპირაციული, უფრო კრეატიული და ძალიან პროფესიონალურია!” - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში. რაც შეეხება თურქეთის ვარიანტს: უეფას შეფასებით, თურქულ მხარეს აკლია აქციების გეგმები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და სწორედ ეს არის პრობლემური. უეფა თურქულ ვარიანტს სარისკოდ მიიჩნევს ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გამოც.

უეფას აღმასრულებელი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სექტემბერს, ნიონში მიიღებს. დიდი ალბათობით, ხმას 17 ფუნქციონერი მისცემს - კენჭისყრა ფარულია.

“ჩვენ ისე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით და იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ, რადგან სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, სადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს,” - ამბობს ლამი.

კომენტარები

ბოლო ამბები