Thumbnail

ლადო ხინჩეგაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში
  • ლადო ხინჩეგაშვილის მორიგი წარმატება

24 დეკემბერს, ნიუთბილისი ფრენბურთის არენაზე სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრში არაერთი სახელოვანი ფალავანი მონაწილეობს. მათ შორის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები. 

ყურადღების ცენტრში იყო ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც 65 კგ. წონით კატეგორიაში მთავარი ფავორიტი გახლდათ და გაამართლა კიდეც სტატუსი. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში მაგომედ სოდოვი დაამარცხა. ამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი გიორგი რევაზიშვილმა და ედემ ბოლქვაძემ დაიკავეს; შესაბამისად, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მედლები გათამაშდა 57 კგ. წონით კატეგორიაშიც: ჩემპიონი ოთარ გოგავა გახდა, ვერცხლის მედალი თეიმურაზ ჭანიშვილმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე რობერტ დინგაშვილი და რამაზ დარჩიძე გავიდნენ.

74 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ გაიბრწყინა, რომელიც ევროპის ჩემპიონია 23-წლამდელებს შორის. კენჭაძემ ფინალში ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი ტარზან მაისურაძემ და ალექსანდრე ჯაჭვაძემ მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები