Thumbnail

ნინა თიბილაშვილი: ჩემი წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნინა თიბილაშვილის მორიგი წარმატება
  • ქართველი სპორტსმენი ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია

მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა. ამჯერად, ნინა იტალიის ქალაქ ტურინში ხმლით ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. თიბილაშვილი ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა. ნინა ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ამჯერად უკვე დიდ წარმატებას სენიორებში მიაღწია. ქართველმა პარამოფარიკავემ შთაბეჭდილებები გაგვიზიარა…

ნინა თიბილაშვილი (პარამოფარიკავე)
“ამ ტურნირისთვის მეც და ჩემი გუნდიც დიდი ხანი ვემზადებოდით და გვქონდა მოლოდინი, რომ ლიდერებში ვიქნებოდით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა. დიდი გზა გავიარეთ და წარმატებას მივაღწიეთ. წინა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 16 სპორტსმენშიც არ მოვიაზრებოდი, ამ ჩემპიონატზე კი უკვე ვერცხლის მედალი მოვიპოვე. რთული ჩემპიონატი იყო, რადგან ყველა შეხვედრაში თავიდან ვაგებდი და შემდეგ შევძელი მობილიზება. ფსიქოლოგიურად საკუთარ თავს ვძლიე და სწორედ ეს მაძლიერებს ტურნირიდან ტურნირამდე. ჩემი ყველა გამარჯვება არა პირადად ჩემი, არამედ ჩემი გუნდის დამსახურებაა, რადგან თანაგუნდელებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ძალა მაძლიერებს”.

ნინა თიბილაშვილი კვარცხლბეკზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები