Thumbnail

ნურმაგომედოვი V მაკგრეგორი - მზად ხართ 6 ოქტომბრისთვის?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  •  6 ოქტომბერი | 🌎 ლას ვეგასი |  ნურმაგომედოვი V მაკგრეგორი
  •   'შუშის ყბა აქვს' - განაცხადა მაკგრეოგრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

გუშინ, ნიუ იორკში ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ერთობილივი პრესკონფერენცია გაიმართა. ორი მებრძოლი ტიტულისთვის 6 ოქტომბერს ლას ვეგასში იჩხუბებს.

მოგეხსენებათ, კონორ მაკგრეგორი თითქმის ორი წელია ოქტაგონზე არ გამოჩენილა, ხოლო მის არყოფნაში, მსუბუქი წონის ტიტული წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა მოიპოვა.

"მე აქ ფანებისთვის დავბრუნდი..." - ამბობდა მაკგრეგორი, - "ომის სიყვარულისთვის დავბრუნდი. ეს ტიპი მშიშარაა და მიკრო-ავტობუსის ინციდენტის დროს ეს ყველამ ნახეთ. ამ შუშისყბიან ვირთხას 6 ოქტომბერს დამარცხებულს ნახავთ..."

💬 "ჩეჩნებმა მითხრეს, რომ დაღესტნელებს შუშის ყბა აქვთ"

"ამ ყველაფერს ველოდი..." - განაცახადა ხაბიბმა. "თუმცა, აქ სალაპარაკოდ არ მოვუსლვარ, აქ ამის საცემად მოვედი. 6 ოქტომბერს მას ვისკი ვერ დაეხმარება. ოქტაგონზე მას ჯერ დავღლი, შემდეგ კი სათამაშოდ ვაქცევ."

"ნამდვილი მოყვარულია..." - დასცინოდა ისევ მაკგრეგორი, - "26-0 აქვს რეკორდი, წარმოგიდგენიათ რა დონის მებრძოლებს ხვდებოდა? ოდნავ ნორმალურს ვისაც შეხვდა, ძლივს, ქულებით მოუგო. ეს მოყვარული გვყავს ჩემპიონად და ამისათვის ლას ვესგასში დავსჯი."

💬 "ავტობუსთან 40 კაცით მომადგა, აქ გამოჩნდა ყველაფერი..."

"ავტობუსთან 40 კაცით მომადგა..." - იხსენებს ხაბიბი გახმაურებულ ამბავს, რის გამოც მაკგრეგორმა სასამართლოები გამოიარა. "ამით ჩვენ მისი სისუტე ვნახეთ, მოსულიყო მარტო, რა საჭირო იყო ამ ცირკის დადგმა?"

ხაბიბმა ასევე განაცხადა, რომ ის დიდებისთვის იბრძვის, ხოლო მაკგრეგორი ფულის გამო, რაზეც პასუხი მიიღო: "კრივში იმდენი ფული გავაკეთე, რომ UFC-ის თანხა აღარ მაინტერესებს და თუ რა გამოცდილება მივიღე 30-წუთიან ბრძოლაში, ამას ლას ვეგასში ნახავ..."

💬 "კონორ მაკგრეგორზე ხმა აღარ ამოიღო..."

ირლანდიელი მებრძოლი ნიუ იორკის პრესკონფერენციაზე საკუთარი ვისკის ბოთლით იყო მისული, მაკგრეგორმა ახალი ბრენდის Proper Twelve წარმოება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

🎥 სრული ჩანაწერი

📷 ხაბიბ ნურმაგომედოვი თბილისში - UFC-ის ჩემპიონმა საქართველოში იმოგზაურა

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"მე და იესო ძლიერები ვართ. საერთოდ, ღმერთები ძლიერები ვართ და ვაღიარებთ ერთამენთს."

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"ხალხი ამბობს, რომ მე ცნობადი სახე ვარ, მე არ ვარ ცნობადი სახე, მე ადამიანებს ვუნგრევ სახეს ფულის გულისთვის."  

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"მე არ მაქვს ნიჭი, მხოლოდ მძიმე შრომა შემიძლია. ნიჭი სისულელეა, არ არსებობს!"

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"მე შემიძლია მდიდარი გაგხადოთ. მხოლოდ ერთი ბრძოლა და თქვენ ძალიან მდიდარი ხართ."

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"ჩემი მწვრთნელი შემოვიდა ოთახში ღამის პირველზე და მეუბნება, რომ მენდეში ალდოთი შეიცვალა. ცალი თვალი გავახილე და ვკითხე - რა მნიშნველობა აქვს?"  

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"თქვენ მეკითხებით ვიჩხუბებდი თუ არა ფლოიდ მეივეზერთან? იგივეა, რომ მკითხოთ ვირბენდი თუ არა 12 რაუნდი რინგის გარშემო $180 მილიონად..." 

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"სხვა სამყაროში, რომ გვეცხოვრა, რიოში, ალდოს ფაველას ცხენით დავესხმებოდი თავს და მოვკლავდი ყველას ვინც ჩემთვის მუშაობას ვერ შეძლებდა, მაგრამ დღეს სხვა დროა, დღეს ოქტაგონზე გავაკეთებ ამას."

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"კი, მუხლი მაწუხებდა. მაგრამ ეხლა, რომ ვუყურებ, ისე ვიყავი, შემეძლო ეს მუხლი მომეგლიჯა და იმით მეცემა."

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"ჩემი ქამარი უნდა შევქმნა, სადაც წონას მნიშვნელობა არ ექნება, 'მაკგრეგორის ქამარი' უნდა არსებობდეს."  

კონორ მაკგრეგორის კარიერა ფრაზებში

"სწორი მომენტი ჯობია სიჩქარეს, სიზუსტე ჯობნის ძალას!"

კომენტარები

ბოლო ამბები