Thumbnail
  • ლუქსემბურგის ჩემპიონმა მილანს დიდი წინააღმდეგობა გაუწია
  • კობახიძის ვორსკლამ არსენალს ორი გოლი გაუტანა
  • ჭანტურიშვილისა და სხირტლაძის ტრნავამ მოიგო

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მეორე ნაწილში გამართული მატჩები საინტერესო გამოდგა. მილანმა ლუქსემბურგის ჩემპიონ დუდელანჟს ძლივს მოუგო. იტალიელებმა გონსალო იგუაინის გოლით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ამ ჯგუფში გამართული მეორე მატჩი, ოლიმპიაკოსსა და ბეტისს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

რედ ბულის დერბი ზალცბურგმა მოიგო, რომელმაც გასვლაზე ლაიპციგს 3:2 სძლია. ანალოგიური ანგარიშით მოიგო ლევერკუზენმა, რომელმაც სტუმრად ლუდოგორეცი 3:2 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერებიდან მინდორზე ვახტანგ ჭანტურიშვილი და ალექსანდრე კობახიძე გამოჩნდნენ. კობახიძის ვორსკლა ლონდონის არსენალთან 4:2 დამარცხდა. ალექსანდრემ მინდორზე 77 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ის სერგიჩუკმა შეცვალა. ამავე ჯგუფში სპორტინგმა ყარაბაღს 2:0 მოუგო.

ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავამ ანდერლეხტს 1:0 მოუგო, სლოვაკებმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და გოლიც გაიტანეს. ჭანტურიშვილმა 90 წუთი გაატარა მინდორზე და 49-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ზაგრების დინამომ ამ ჯგუფში ფენერბაჰჩე გაანადგურა - 4:1.

A ჯგუფი

აეკ ლარნაკა 0:1 ციურიხი

გოლები: 0:1 კოლოლი (61)

ლუდოგორეცი 2:3 ლევერკუზენი

გოლები: 1:0 კესერუ (8), 2:0 მარსელინო (31), 2:1 ჰავერცი (38), 2:2 ტელინი (63), 2:3 ჰავერცი (69).

B ჯგუფი

სელტიკი 1:0 როსენბორგი

გოლი: 1:0 გრიფიტსი (87)

ლაიპციგი 2:3 ზალცბურგი

გოლები: 0:1 დაბური (20), 0:2 აიდარა (22), 1:2 ლაიმერი (70), 2:2 პოულსენი (82), 2:3 გულბრანდსენი (89).

C ჯგუფი

სლავია 1:0 ბორდო

გოლი: 1:0 ჟმრალი (35).

კოპენჰაგენი 1:1 ზენიტი

გოლები: 0:1 მაკი (44), 1:1 სოტიროუ (63).

D ჯგუფი

ზაგრების დინამო 4:1 ფენერბაჰჩე

გოლები: 1:0 სუნჯიჩი (16), 2:0 ჰაჯიროვიჩი (27), 2:1 ნოიშტადტერი (47), 3:1 ჰაჯიროვიჩი (57), 4:1 ოლმო (60).

ტრნავა 1:0 ანდერლეხტი

გოლი: 1:0 ორავეცი (79)

E ჯგუფი

არსენალი 4:2 ვორსკლა

გოლები: 1:0 ობამეიანგი (32), 2:0 უელბეკი (48), 3:0 ობამეიანგი (56), 4:0 იოზილი (74), 4:1 ჩესნაკოვი (77), 4:2 შრაპარი (93).

სპორტინგი 2:0 ყარაბახი

გოლები: 1:0 რაფინია (54), 2:0 კაბრალი (88)

F ჯგუფი

დუდელანჟი 0:1 მილანი

გოლი: 0:1 იგუაინი (59)

ოლიმპიაკოსი 0:0 ბეტისი

კომენტარები

ბოლო ამბები