Thumbnail

აკი ბაშო | ტიტულის შენარჩუნების ორი შანსი, ტოჩინოშინი შოდაისთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მე-13 დღე, ბრძოლა შოდაის წინააღმდეგ
  • გაგამარუ კოტოეკოს დაუპირისპირდა

აკი ბაშოს მე-13 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოდაი იყო. ქართველი სუმოისტი სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინს 7-6 ბალანსი აქვს და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ერთი გამარჯვება ესაჭიროება დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან.

შოდაი v ტოჩინოშინი

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი 2:0-ს იგებს.

ტოჩინოშინი V შოდაი - აკი ბაშოს მე-12 რაუნდი

ტოჩინოშინი V შოდაი - აკი ბაშოს მე-12 რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერი გაგამარუ მე-5 ნომერ კოტოეკოს შეხვდა და ამიუჩის ილეთით დამარცხდა. მას 6-7 ბალანსი აქვს და წაგების უფლება აღარ დარჩა. ქართველი რიკიშის მომდევნო მეტოქე მაკუშიტას დივიზიონის მე-4 ნომერი ტომოკაძე იქნება. ტომოკაძეს 4-2 ბალანსი აქვს, არ გაგიკვირდეთ, მესამე დივიზიონში სულ 7 ბრძოლაა, ტომოკაძესთვის ეს ბოლო ორთაბრძოლაა აკი ბაშოზე. 

სულ ცოტა თასამდე

აკი ბაშოზე პირველად გაიმართა იოკოძუნების ჯახი, მონღოლმა ჰაკუჰომ შანსი არ დაუტოვა იაპონელ კისენოსატოს და 13-0 ბალანსი გაუხდა. მისი დაწევა ამ ბაშოზე მხოლოდ ორ ოძეკის, ტაკაიასუსა და გოეიდოს შეუძლიათ. ამ უკანასკნელმა დიდი ჩემპიონი კაკურიუ დაამარცხა, რომელსაც 10-0 ბალანსი ჰქონდა, შემდეგ კი სამივე ოძეკისთან ხელი მოეცარა.

აკი ბაშო. XIII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

გოეიდო ⚪ კაკურიო ⚫ (ოშიდაში)

ჰაკუჰო ⚪ კისენოსატო ⚫ (იორიკირი)

ტაკაიასუ ⚪ აბი ⚫ (ცუკიდაში)

შოდაი ⚪ ტოჩინოშინი ⚫ (სუკუინაგე)

მიტაკეუმი ⚪ მიოგირიუ ⚫ (ოშიდაში)

იჩინოჯო ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (ოშიდაში)

ტაკაკეიშო ⚪ ტამავაში ⚫ (ცუკიდაში)

ბაშოს ლიდერები

13-0

ჰაკუჰო (იოოკოძუნა)

11-2

ტაკაიასუ (ოძეკი)

გოეიდო (ოძეკი)

10-3

კაკურიუ (იოკოძუნა)

9-4

კისენოსატო (იოკოძუნა)

ტაკანოივა (მაეგაშირა 13)

რიუდენი (მაეგაშირა 13)

იოშიკაძე (მაეგაშირა 15)

კომენტარები

ბოლო ამბები