Thumbnail

ბასილაშვილის ფრანგული მეოთხედფინალი ნიშიკორის წინააღმდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:7, 7:6, 6:3 უგო უმბერტი
  • მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-12 ჩოგანი კეი ნიშიკორია

ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) ფრანგული მეცის ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირ Moselle Open-ზე მე-5 ნომრად არის განთესილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში სამ სეტში დაამარცხა მასპინძელი უგო უმბერტი - 6:7 (2:7), 7:6 (7:4), 6:3. როგორც ხედავთ, ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ქართველმა ფავორიტმა მხოლოდ მესამე სეტში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. მატჩი 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. 

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი კეი ნიშიკორია. მსოფლიოს მე-12 ჩოგანი ახლახან ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ATP-ის ტურზე ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. 
"ბასილაშვილი კარგი ხარისხის ჩოგბურთს აჩვენებს, ის სოლიდური მოთამაშეა", - განაცხადა ნიშიკორიმ მატჩამდე. 

კომენტარები

ბოლო ამბები