Thumbnail

არის პირველი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე! პაპინაშვილმა ბრინჯაო მოიგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაქოში, ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა
  • ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო კარიერაში მეორედ მოიგო

ბაქოში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა - 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს სძლია.

ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის შეხვედრაში ორი შიდოს მიღების შემდეგ, მეტოქეს ვაზარით აჯობა.

პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში წააგო, მანამდე კი ოთხი შეხვედრა მოიგო - მალაველი ემანუელ ნდავუ 22 წამში დაამარცხა, ასევე მარტივად სძლია ბულგარელ იანისლავ გერჩიევსა და აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს ვაზარით აჯობა. 

ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მეორედ გახდა, პირველად მან ეს 2014 წელს შეძლო.

ჩემპიონატის პირველ დღეს ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმაც იასპარეზა, თუმცა სასტარტო ბრძოლის მოგების შემდეგ დამარცხდა და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები