Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოს წინააღმდეგ
  • გაგამარუ ძურიოში დარჩენისთვის იბრძვის
ტოჩინოშინი V ჰაკუჰო

აკი ბაშოს მე-12 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს შეხვდა, იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელსა და ამ ბაშოზე დაუმარცხებელ სუმოისტს. ქართველი სუმოისტი სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა და მას 7-5 ბალანსი აქვს.

დარჩენილ სამ ორთაბრძოლაში ტოჩინოშინს 1 მოგება სჭირდება დადებითი ბალანსის მისაღწევად, რაც ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულს შეუნარჩუნებს. ასეთ პირობებში ეს ერთადერთი მიზანი იყო ტოჩინოშინისთვის. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოდაია. ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა - 5:5.

ჯურიოს დივიზიონში მე-12 ნომრით მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დივიზიონის მე-4 ნომერი ტაკაგენჯი იყო. ქართველი მძიმეწონოსანი (212 კგ) იორიკირით დამარცხდა და ბალანსი გაუთანაბრდა - 6-6. დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან მან 2 უნდა მოიგოს. მისი მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი კოტოეკოა.

ჰაკუჰო თითქმის ჩემპიონია

მონღოლი იოკოძუნა 12-0 ბალანსით უკვე 2-2 მოგებით უსწრებს კონკურენტებს. ასე რომ, დიდი შანსია წელს პირველი და კარიერაში 41-ე იმპერატორის თასი მოიგოს. დიდმა ჩემპიონმა 10 მოგების შემდეგ, ზედიზედ მეორე წააგო, ამჯერად, ოძეკი ტაკაიასუსთან. 

აკი ბაშო. XII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

კისენოსატო ⚪ მიტაკეუმი ⚫ (იორიკირი)

ტაკაიასუ ⚪ კაკურიუ ⚫ (უვატენაგე)

ჰაკუჰო ⚪ ტოჩინოშინი ⚫ (სუკუინაგე)

გოეიდო ⚪ აბი ⚫ (ჰიკიოტოში)

იჩინოჯო ⚪ კაისეი ⚫ (უვატენაგე)

ტაკაკეიშო ⚪ შოდაი ⚫ (ცუკიდაში)

ჩიოტაირიუ ⚪ ტამავაში ⚫ (ჰიკიოტოში)

იკიოი ⚪ ენდო ⚫ (ოშიდაში)

ბაშოს ლიდერები

12-0 

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

10-2

კაკურიუ (იოკოძუნა)

ტაკაიასუ (ოძეკი)

გოეიდო (ოძეკი)

9-3

კისენოსატო (იოკოძუნა)

ტაკანოივა (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები