Thumbnail

გორგოძე ფრანგული ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ეკატერინე გორგოძე სან მალოს ტურნირის მეოთხედფინალშია
  • ბოლო 16 მატჩიდან 14 მოგებული

საქართველოს პირველი ჩოგანი ქალთა შორის ეკატერინე გორგოძე საუკეთესო ფორმაშია. ორშაბათიდან ის მსოფლიოს 166-ე ჩოგანია, რაც 26 წლის ჩოგბურთელისთვის საუკეთესო შედეგია კარიერაში.
გორგოძე ფრანგულ სან მალოში 60 ათას დოლარიან (+ბონუსები) ტურნირში თამაშობს, სადაც ორი წრე უკვე გაიარა და მეოთხედფინალშია.

გორგოძემ 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა ფრანგი ლუსი ვარნიე. მეორე წრეში მან კოლუმბიელ მარია ერასო გონსალესს მოუგო - 6:2, 6:4. 

მეოთხედფინალში მას ან მე-6 ნომრად განთესილი რუმინელი ირინა ბარა (158) შეხვდება, ან თურქი კაგლა ბუიუქაგჩაი. 
ეკატერინე გორგოძემ ბოლო 16 თამაშში 14 მოიგო და ორი ტურნირის მთავარი პრიზი მიიღო - ასტანაში (ყაზახეთი) და ჰახინგენში (გერმანია). 

კომენტარები

ბოლო ამბები