Thumbnail

'პსჟ ყველაფერია ფეხბურთის კლუბის გარდა' პარიზში დახარჯული მილიონების ამბავი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პარი სენ ჟერმენის ლივერპულთან მარცხს, ცნობილი მწერალი გამოეხმაურა
  • საფეხბურთო მიმომხილველმა - ჯონათან უილსონმა პსჟ გააკრიტიკა...

"€750 მილიონია დახარჯული ბოლო 8 წლის მანძილზე და სულ ეს არის რაც გუშინ ვნახეთ?" ამბობს უილსონი. "დღეს ფეხბურთში წარმატების მიღწევა დიდი რესურსის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ფინანსებს გარანტიები არ მოაქვს. ფეხბურთს შეუძლია უმდიდრესი კაცი სულელად გამოაჩინოს - კაცი, რომელიც ნეიმარში 200 მილიონს იხდის და სანაცვლოდ არაფერს იღებს."

"პარი სენ ჟერმენი მგონი ვერაფერს ვერ სწავლობს. ენფილდზე, შარშანდელი რეალთან წაგებული პსჟ ვნახეთ, წინ გუნდს მოწყვეტილი 3 ფორვარდით - ეს შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში ამართლებს - სადაც ხუთიდან, ხუთი მოგება აქვთ და ყველა თამაშში მინიმუმ 3 გოლს იტანენ, მაგრამ აქ, ნორმალურ მოწინააღმდეგეებთან იგვიე თამაში არ მისდით."

"პარი სენ ჟერმენის შიდა ჩემპიონატში ერთპიროვენული ლიდერობა, რაც წლებია უკვე გრძელდება, ფრანგების ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების შანსებს აქვეითებს. როდესაც საკუთარ ლიგაში 0 კონკურენცია გაქვს, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისთვის ბურთის ართმევას არ შეეცდები..."

"არის თომას ტუხელი ამით ბედნიერი? ეს მწვრთნელი ბუნდესლიგის სწრაფი-პრესინგის სამყაროშია გაზრდილი. მეორე იურგენ კლოპს ტყუილად არ ეძახიან, იგივე სკოლა გამოიარა. ეს არის კაცი, რომელმაც პეპ გვარდიოლასთან ერთად ივახშმა, მას შემდეგ რაც მისმა დორტმუნდმა პეპეს ბაიერნთან 5:1 წააგო - ისე უყვარს ესპანელის საფეხბურთო ცნობიერება. ჰოდა, არცერთ ცნობიერებაში არ ჯდება ის, რომ 3 ფორვარდი დანარჩენი გუნდისგან 50 მეტრის მოშორებით დგას. პსჟ-ს ფეხბურთი, არ არის ტუხელის ფეხბურთი, ის საერთოდ ფეხბურთი არაა..."

"მაგრამ ყველაზე საწყენი ისაა, რომ ამ საშინელი თამაშით კინაღამ ქულა აიღეს. ცოტაც და სახლში ბედნიერები დაბრუნდებოდნენ, გასვლაზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი ქულით. მაგრამ არა, ეს ვერ მოახერხეს და ფირმინომ 3 ქულა ენფილდზე დატოვა."

"ყოველი სეზონის ბოლოს, ჩნდება კითხვა: რა არის პსჟ? ნეიმარისთვის შექმნილი პროექტი? ნაიკის მარკეტინგული სათამაშო? ყატარის საერთაშორისო იმიჯის გამოსასწორებელი იარაღი? ყველაფერია, მაგრამ არა ფეხბურთის კლუბი - ამ ცნების კლასიკური გაგებით."

 

კომენტარები

ბოლო ამბები