Thumbnail

გურამ კაშია: 'არასდროს დასცინო, დაჩაგრო და მიუთითო ნაკლზე!'

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი ფეხბურთელი ბულინგის წინააღმდეგ
  • გურამ კაშია სოციალური კამპანიის კეთილი ნების ელჩია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელი კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა. გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში შესაბამისი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

“ვუერთდები კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ”. ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული, არასდროს დასცინო, დაჩაგრო და მიუთითო ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მის ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი, ჩვენ ეს შეგვიძლია”. 

გურამ კაშია - ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი

გურამ კაშია - ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული "სან ხოსეს" მცველი. ერთადერთი ქართველი და არამხოლოდ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც UEFA-ს სპეციალური პრიზის - #Equalgameaward -ის მფლობელი გახდა. თანასწორობის ჯილდო კაშიას უეფამ 30 აგვისტოს გადასცა, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა კი მას მამაცი ადამიანი უწოდა. გურამ კაშია, სოციალური კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" კეთილი ნების ელჩი გახდა <3 #ძლიერებიარძალადობენ #არდაჩაგროიზრუნე

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on სამშაბათი, 18 სექტემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები