Thumbnail

ედინსონ კავანი: საინტერესო იქნებოდა ინგლისური კლუბების ლიგა 1-ში ხილვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ლივერპულთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • ურუგვაელს საფრანგეთის ჩემპიონატში ინგლისური კლუბების გამოსვლა აინტერესებს

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ლივერპულთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მარცხში უჩვეულო არაფერია. როგორც ირკვევა, ურუგვაელს ძალიან აინტერესებს, როგორ ითამაშებდნენ ინგლისური კლუბები ფრანგულ ლიგა 1-ში.

"ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენს ანგარიშით 3:2 მოუგო. ამ მატჩში ედინსონ კავანიმ მე-80 წუთამდე ითამაშა.

"ვფიქრობ, შედეგი ნორმალურია - დღეს ლივერპული ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ კი მსგავს შეხვედრებს ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ.

მინდა ინგლისური კლუბები საფრანგეთის ჩემპიონატში ვნახო - მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენდნენ იქ თავიანთ დონეს. ამით სულაც არ მინდა, დავაკნინო ლიგა 1. საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია და ამ ქვეყნის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი კარიერას სწორედ საფრანგეთის ჩემპიონატში იწყებდა", - აქვეყნებს 31 წლის კავანის ნათქვამს footmercato.net.

ედინსონს კავანი ლიგა 1-ში 2013 წლიდან გამოდის, როდესაც პარი სენ-ჟერმენში ნაპოლიდან 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე ლიგა 1-ში 31 წლის ურუგვაელი ფორვარდის ანგარიშზე 3 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები