Thumbnail
  • ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა
  • კრიშტიანო რონალდოსთან მიახლოვებამდე ჯერ მაინც შორი გზაა
  • ნომერ პირველი საკლუბო ტურნირის ყველა დროის ბომბარდირები

ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაში ამაზე უკეთეს სტარტს ვერ ინატრებდა: ბარსელონას არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პირველივე ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა - ბარსამ ჰოლანდიური ეინდჰოვენი 4:0 დაამარცხა.

კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას დღეს იწყებს. იუვენტუსი ვალენსიას სტუმრობს და CR7-ისთვის “მესტალიაზე” ჰეთ-თრიკის შესრულება, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი იქნება. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელს შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში, მესის რონალდომდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

► ეინდჰოვენთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, მესის ჩემპიონთა ლიგაში 103 გოლი დაუგროვდა, ზაფხულში რეალიდან იუვენტუსში გადასულ რონალდოს კი 120 გოლი აქვს გატანილი.

► სამაგიეროდ, მესის ჩემპიონთა ლიგაში უკვე 8 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული, რონალდოს კი - 7.

► კრიშტიანო წინა სეზონში 15 გოლით ზედიზედ მეექვსედ და ჯამში მეშვიდედ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მესი ამ წოდებას 5-ჯერ ფლობდა.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირები

1. კრიშტიანო რონალდო - 120 გოლი*

2. ლიონელ მესი - 103*

3. რაულ გონსალესი - 71

4. რუუდ ვან ნისტელროი - 56

4. ქარიმ ბენზემა - 56*

6. ტიერი ანრი - 50

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 48*

7. ანდრეი შევჩენკო - 48

9. ფილიპო ინძაგი - 46

10. რობერტ ლევანდოვსკი - 45*

11. დიდიე დროგბა - 44 

12. ალესანდრო დელ პიერო - 42

12. თომას მიულერი - 42*

(*) ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ თამაშობენ

კომენტარები

ბოლო ამბები