Thumbnail
  • შახტარის ქართველი მცველი ჩემპიონთა ლიგის მეორე სეზონში ერთვება
  • დავით ხოჭოლავა ჰოფენჰაიმთან მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებოდა

დონეცკის შახტარის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

დღეს უკრაინული გუნდი F ჯგუფის პირველი ტურის მატჩს ხარკოვში, ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება, რომლის ტრანსლაციას SILK UNIVERSAL წარმოადგენს.

"კვირის განმავლობაში მეტოქის თამაში დეტალურად გავარჩიეთ და შემიძლია ვთქვა, რომ მას სპეციფიური ტაქტიკა აქვს. ჩვენ საგანგებოდ გადავეწყვეთ მასზე და ვარჯიშებიც ჩვეულებრივზე განსხვავებული გვქონდა. მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და თამაშში ვაჩვენებთ, რა და როგორ გავაკეთეთ. 

ცალკე გავარჩიეთ მათი შეტევა და ჩვენი დაცვა და ზოგიერთი რაღაცის მცირედით გადაკეთება მოგვიხდა. მგონი, ეს კარგად გამოგვივიდა და ახლა უკვე უშუალოდ მოედანზე უნდა გადავიტანოთ ის, რასაც ვარჯიშზე ვამუშავებდით", - უთხრა ხოჭოლავამ ტელეარხ "Футбол 1/2"-ს.

დავით ხოჭოლავა შახტართან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეორე სეზონს იწყებს. 25 წლის ქართველმა მცველმა წინა სეზონში 4 მატჩში ითამაშა, მისმა გუნდმა კი გამოსვლა ტურნირის 1/8-ფინალში, რომასთან ორი მატჩის ჯამში მარცხით დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები