Thumbnail

მელოტი თავების Tug of War - თავმოტვლეპილთა ოლიმპიური თამაშები? 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაგირის გადაძალვის "ნათესავი" მელოტებისთვის
  • ოლიმპიური თამაშები მელოტი ადამიანებისთვის?

ბაგირის გადაძალვა (Tug of War) სპორტის ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) ძველი სახეობაა, რომელსაც ადამიანები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში, ეგვიპტესა და საბერძნეთში მისდევდნენ. სპორტის ეს სახეობა 1900-1920 წლებში ოლიმპიურ სახეობებშიც იყო შეტანილი. გვსურს, ბაგირის გადაძალვის ამ უცნაური "ნაირსახეობის" შესახებ მოგითხროთ, რომელიც განსაკუთრებით მელოტ ადამიანებს დააინტერესებს.

მაშ ასე, გაიცანით მელოტი თავების 'ბაგირის გადაძალვა' - სპორტის ეს "სახეობა" იაპონიის ქალაქ ცურუტაში დაარსეს მელოტმა ადამიანებმა და კლუბში უკვე 65 წევრია. წვრილი თოკი ორივე მხრიდან მონაწილეებს აქვთ შუბლებზე მიკრული. მიზანია, მეტოქეს შუბლიდან მაწოვარათა მიმაგრებული თოკი გამოგლიჯოთ. 

კლუბის ერთ-ერთი წევრი იხსენებს, თუ როგორ დაეხმარა კლუბში შესვლა თვითრწმენის გაზრდაში: "ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა გავმელოტდი. რის გამოც დიდი კომპლექსიც "ავიკიდე". როცა ამ ადამიანებს შევხვდი, ჩემი თვითრწმენა გაიზარდა. ჩემპიონატი მოვიგე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ახლა 81 წლის ვარ, მაგრამ 83 და 84 წლის ასაკშიც ვაპირებ ჩემპიონობას". 

ამასობაში მის მიერ დამარცხებული ოპონენტი ამბობს, რომ არ დანებდება და სამომავლოდ მოგებას შეეცდება. 

კლუბის 70 წლის ხელმძღვანელი ტეჯირო სუგო ამბობს: "ჩემი იდეაა, მსოფლიოს მელოტები გავერთიანდეთ და ერთიანი ოლიმპიური თამაშები ჩავატაროთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები