Thumbnail

გამარჯვება დიდ ჩემპიონთან! ტოჩინოშინმა წაუგებელი იოკოძუნა დაამარცხა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ, მე-3 გამარჯვება კარიერაში
  • გაგამარუ Vკიოკუშუჰო - ქართველის მორიგი ოშიდაში
160 კილოიანი იოკოძუნა ჰაერში

შემოდგომის ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ კაკურიუს შეხვდა, რომელიც 10-0 ბალანსით ლიდერობდა (ჰაკუჰოსთან ერთად) ბაშოზე. ქართველმა სუმოისტმა აქამდე დაუმარცხებელი იოკოძუნა ძალიან იოლად, იორიკირის ილეთით დაამარცხა.  

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქნება. მონღოლი იმპერატორის თასის 40-გზის გამარჯვებულია. ურთიერთშეხვედრებში 25:1-ია ჰაკუჰოს სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძის უმთავრესი ამოცანა აკი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას. ტოჩინოშინს 7-4 ბალანსი აქვს და მიზნამდე მხოლოდ 1 მოგება აშორებს.

ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დივიზიონის მე-4 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდა და მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა მეტოქე. გაგამარუს 6-5 ბალანსი აქვს და მიზნამდე ორი მოგება აშორებს. 

ჰაკუჰო ერთპიროვნული ლიდერია

დღეიდან იოკოძუნა ჰაკუჰო ერთპიროვნული ლიდერია, მან უმძლავრესი დაჯახებით დაამარცხა ოძეკი ტაკაიასუ და ლევან გორგაძესთან შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ მონღოლი ქართველს 25:0-ს უგებდა და მაისის ბაშოზე ისტორიაში პირველად ტოჩინოშინმა შეძლო მისი დამარცხება.

სწორედ ქართველი სუმოისტის წყალობით, ჰაკუჰო ერთპიროვნული ლიდერია 11 მოგებით, მას კვალში კაკურიუ უდგას 10 მოგებით. მე-11 დღეს დამარცხდა კიდევ ერთი იოკოძუნა კისენოსატო, რომელმაც დადებითი ბალანსი უკვე დაიბევა, თუმცა მეტის მიღწევა აშკარად უჭირს.

ტაკაიასუ V ჰაკუჰო - აკი ბაშოს მე-11 რაუნდი

ტაკაიასუ V ჰაკუჰო - აკი ბაშოს მე-11 რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

აკი ბაშო. XI დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

ჰაკუჰო ⚪ ტაკაიასუ ⚫ (ოშიტაოში)

იჩინოჯო ⚪ კისენოსატო ⚫ (ოშიდაში)

ტოჩინოშინი ⚪ კაკურიუ ⚫ (იორიკირი)

გოეიდო ⚪ შოდაი ⚫ (იორიკირი)

კაისეი ⚪ მიტაკეუმი ⚫ (იორიტაოში)

ტამავაში ⚪ იუტაკაიამა ⚫ (ოშიდაში)

ტაკაკეიშო ⚪ იკიოი ⚫ (ოშიდაში)

ბაშოს ლიდერები

11-0

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

10-1

კაკურიუ (იოკოძუნა)

9-2

ტაკაიასუ (ოძეკი)

გოეიდო (ოძეკი)

ტაკანოივა (მაეგაშირა 13)

8-3

კისენოსატო (იოკოძუნა)

ჰოკუტოფუჯი (ოშიდაში)

რიუდენი (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები