Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში ითამაშებს
  • ყაზახეთის ჩემპიონატში ტობოლმა მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახურ გუნდ ტობოლში გააგრძელებს კარიერას. ეს ინფორმაცია ტობოლის დირექტორმა ნიკოლაი პანინმა დაადასტურა. მისი თქმით, კლუბს ოთხი ახალწვეული ჰყავს და მათ შორის, 31 წლის ქართველი ნახევარმცველი. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში კანკავა ფრანგული რეიმსის ღირსებას იცავდა, იქამდე კი კარიერის საუკეთესო წლები დნიპროში გაატარა. უკრაინულ გუნდთან ერთად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 2014/2015 წლების სეზონში ევროპალიგის ფინალში იასპარეზა. 

ყაზახეთის ჩემპიონატი გაზაფხული/შემოდგომის ფირმატით ტარდება; ბოლო ჩემპიონატში ტობოლმა მე-5 ადგილი დაიკავა და ევროზონის მიღმა დარჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები