Thumbnail
  • დღეს / 20:55 / ინტერი V ტოტენჰემი
  • ბეილის პირველი გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზე...

დღეს, ტოტენჰემი მილანს ეწვევა და ინტერთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს ითამაშებს. ლონდონელების ინტერთან ბოლო შეხვედრა 2010 წელს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა, სადაც გარეტ ბეილმა ყველა აალაპარაკა.

გომესის გაძევების შემდეგ, 10 კაცით დარჩენილმა სპურსმა მატჩი 4:3 წააგო. ბრაზილიელი მეკარის ნაცვლად, შეცვლაზე ევროტურნირებზე 2 წელი უთამაშებელი კარლო კუდიჩინი შემოვიდა.

სპურსიდან სამივე გოლი გარეტ ბეილმა გაიტანა, სამივე გოლი იდენტური იყო, თუმცა პირველი უელსელს განსაკუთრებით ეფექტური გამოუვიდა.

დღეს, ტოტენჰემს ბეილი აღარ ჰყავს, არც მოდრიჩი, თუმცა დღევანდელი ინტერი კრისტიან ერიქსენს და ჰარი კეინს უფრთხის.

კომენტარები

ბოლო ამბები