Thumbnail

'რონალდოს წასვლით რეალი გაძლიერდა' - დანი ალვეშის განსხვავებული ხედვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის მცველმა რეალიდან იუვეში რონალდოს ტრანსფერზე აზრი გამოთქვა
  • ბრაზილიელის აზრით, რეალი დღეს უფრო გუნდურად უტევს და უფრო საშიშია

პარი სენ-ჟერმენის მცველმა დანი ალვეშმა მადრიდის რეალიდან კრიშტიანო რონალდოს წასვლაზე აზრი გამოთქვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ რეალი დღეს უფრო ძლიერი და საშიშია.

33 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში გასულ ზაფხულს, 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

"ამ საკითხზე სხვებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს. კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ რეალი უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

უწინ შეტევაში გუნდის ყველა მოქმედებას კრიშტიანო ასრულებდა, ახლა კი იერიშები უფრო სახიფათოა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ და მგონი, რაღაც გამეგება ფეხბურთში. 

რა თქმა უნდა, რონალდოს წასვლა მადრიდელებისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ რეალი მაინც რეალია!", - აქვეყნებს ალვეშის სიტყვებს Marca.

ბოლოს დანი ალვეშისა და კრიშტიანო რონალდოს გზები ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის 1/8-ფანალში გადაიკვეთა. რეალმა ორივე მატჩი მოიგო - 3:1, 2:1, რონალდომ კი პსჟ-ს ჯამში სამი გოლი გაუტანა.

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში რომასთან, ცსკა-სა და პლზენთან ერთად გამოდის, პარი სენ-ჟერმენს კი C ჯგუფში მეტოქეებად ნაპოლი, ლივერპული და ცრვენა ზვეზდა ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები