Thumbnail

მარია შარაპოვამ სეზონი ნაადრევად დაასრულა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარია შარაპოვასთვის 2018 წლის სეზონი დასრულებულია
  • რუსმა ჩოგბურთელმა WTA-ს ყველა ტურნირზე უარი თქვა

მარია შარაპოვა 2018 წლის საჩოგბურთო სეზონში არცერთ ტურნირზე აღარ იასპარეზებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა WTA-ს ყველა დარჩენილ ტურნირზე უარი თქვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ 31 წლის შარაპოვასთვის აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში, კარლა სუარეს ნავაროსთან წაგება 2018 წლის ბოლო მატჩად დარჩება. ცნობილი იყო, რომ შარაპოვა WTA-ს ჩინეთის ტურსა (ვუჰანი, პეკინი, ტიანძინი) და მოსკოვის ტურნირზე მონაწილეობას გეგმავდა.

შარაპოვას გადაწყვეტილება რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშჩევმა ოფიციალურად დაადასტურა: “შარაპოვას შანსები, ეთამაშა წლის ბოლომდე დაგეგმილ ტურნირებზე, 50:50 იყო. სამწუხაროდ, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სეზონი ნაადრევად დაასრულოს. მისი ჯანმრთელობისთვის ასე ჯობია,” - განაცხადა ტარპიშჩევმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები