Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა კაისეი დაამარცხა! მიზნამდე მხოლოდ ორი მოგება რჩება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი კაისეის წინააღმდეგ
  • ჯურიოში გაგამარუ სეიროს შეხვდა
ტოჩინოშინი V კაისეი

აკი ბაშოზე ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ასპარეზობის მე-10 დღეს ბრაზილიელ პირველ მაეგაშირა კაისეის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ქართველ სუმოისტს 6-4 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დიდი ჩემპიონი კაკურიუა. ურთიერთშეხვედრებში მონღოლ იოკოძუნას უდიდესი უპირატესობა აქვს - 22:2. ტოჩინოშინმა ერთხელ 2010 წელს მოუგო მეტოქეს, ხოლო მეორე გამარჯვება წლეულს, მარტის ბაშოზე შედგა. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს შემოდგომის ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება, რომ სუმოს იერარქიაში მეორე წოდება ოძეკობა (ჩემპიონობა) შეინარჩუნოს. საკმარისია, მან დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 2 მოიგოს და ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოზეც ოძეკის რანგში იასპარეზებს. 

 


 

ტოჩინოშინი V კაისეი - აკი ბაშოს მეათე რაუნდი

ტოჩინოშინი V კაისეი - აკი ბაშოს მეათე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ მე-9 ნომერ სეიროს შეხვდა. ქართველმა სუმოისტმა მძლავრი ოშიდაშით იმარჯვა და ნულოვანი ბალანსი გაუხდა - 5:5. გაგამარუს მორიგი მეტოქე დივიზიონის მე-4 ნომერი კიოკუშუჰოა. 

აკი ბაშო. X დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

კაკურიუ ⚪ მიტაკეუმი ⚫ (იორიკირი)

ჰაკუჰო ⚪ იჩინოჯო ⚫ (იორიკირი)

კისენოსატო ⚪ ენდო ⚫ (იორიკირი)

ტაკაიასუ ⚪ გოეიდო ⚫ (კაინაჰინერი)

ტოჩინოშინი ⚪ კაიესი ⚫ (იორიკირი)

ტაკაკეიშო ⚪ იუტაკაიამა ⚫ (ცუკიდაში)

ტამავაში ⚪ იკიოი ⚫ (ცუკიოტოში)

ბაშოს ლიდერები

10-0

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

9-1

ტაკაიასუ (ოძეკი)

8-2

კისენოსატო (იოკოძუნა)

გოეიდო (ოძეკი)

ტაკანოივა (მაეგაშირა 13)

რიუდენი (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები