Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ კისენოსატოსთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის მარცხი დიდ ჩემპიონთან
  • გაგამარუ ტობიძარუს წინააღმდეგ დამარცხდა

აკი ბაშოს მე-9 დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) იოკოძუნა კისენოსატოს შეხვდა. ქართველი სუმოისტი იორიკირის ილეთით დამარცხდა, ბრძოლა 27 წამს გაგრძელდა. ახლა ტოჩინოშინს 5-4 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება. ქართველი რიკიში ბრაზილიელს 9:7-ს უგებს. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროება ბაშოზე 8 გამარჯვების მოპოვება.

ჯურიოს დივიზიონში ზედიზედ სამი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-10 ნომერ ტობიძარუს შეხვდა. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტის მოგებათა სერია შეწყდა - ოკურიდაშით დამარცხდა. გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს და ელიტურ მეორე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის. გაგამარუს მეტოქე მე-9 ნომერი სეიროა, რომელსაც 0-9 ბალანსი აქვს, ის ტრავმირებული იყო (3 ბრძოლა გამოტოვა) და აკი ბაშოს დაუბრუნდა.

აკი ბაშო. IX ტური

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

კისენოსატო ⚪ ტოჩინონი ⚫ (იორიკირი)

კაკურიუ ⚪ ენდო ⚫ (ოშიდაში)

ჰაკუჰო ⚪ მიტაკეუმი ⚫ (იორიკირი)

გოეიდო ⚪ ტაკაკეიშო ⚫ (ოშიდაში)

ტაკაიასუ ⚪ ჩიონოკუნი ⚫ (ოშიდაში)

იჩინოჯო ⚪ იკიოი ⚫ (უვატენაგე)

კაისეი ⚪ ტამავაში ⚫ (ჰატაკიკომი)

იუტაკაიამა ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (ცუკიდაში)

შოდაი ⚪ მიოგირიუ ⚫ (კოტენაგე)

ბაშოს ლიდერები

9-0

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

8-1

გოეიდო (ოძეკი)

ტაკაიასუ (ოძეკი)

რიუდენი (კოტენაგე)

7-2

კისენოსატო (იოკოძუნა)

ჰოკუტოფუჯი (მაეგაშირა 9)

ტაკანოივა (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები