Thumbnail

ზუროსი: არ გაგვიმართლა! შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა
  • გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კომენტარები მატჩის შემდეგ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 85:86 დამარცხდა. დრამატული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მოთამაშე მეტ ჯენინგმა კომენტარები გააკეთეს…

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. კალათბურთში საჭიროა იღბალი და დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია! გვქონდა შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ ბოლო წამზე დავმარცხდით.

მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან მაგრად გვიქომაგეს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებით საუკეთესოები იყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვეთამაშეთ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ევროპასა და მსოფლიოში. ეს იყო დიდი გამოცდილება. შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ! მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა კალათბურთელებს: გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიას, გიორგი შენგელიას, ყველას - მათ დიდი სამუშაო შეასრულეს. მადლობა გუნდის სამწვრთნელი შტაბს: ჩვენ ვართ საქართველოს ნაკრები, წინ კი სხვა მატჩები გველოდება." 

მეტ ჯენინგი (საქართველოს ნაკრები):

“ძალიან მაგარი თამაში იყო, რომელშიც, სამწუხაროდ, დავმარცხდით. ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს არ გაგვიმართლა. ვულოცავ საბერძნეთის ნაკრებს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. დარბაზში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო”.

მეტ ჯენინგმა 17 ქულა დააგროვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები