Thumbnail

ფორმულა 1 | ფეტელი ტიტულს ემშვიდობება? სინგაპურშიც ჰემილტონმა მოიგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სინგაპურის გრან პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო და სებასტიან ფეტელთან უპირატესობა გაზარდა
  • სკუდერიამ ისევ შეცდომა დაუშვა და გერმანელი გააბრაზა

როგორც კვალიფიკაციის შემდეგ მოსალოდნელიც იყო, სინგაპურის გრანპრი პოულის მფლობელმა ლუის ჰემილტონმა ადვილად მოიგო და საერთო ჩათვლაში კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა სებასტიან ფეტელთან, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი საბოლოოდ მაქს ფერსტაპენს ერგო, რომელსაც კვალიფიკაციაზეც მეორე დრო ჰქონდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ჰემილტონი ფეტელს უკვე 40 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე კი 6 რბოლაა დარჩენილი!

აღსანიშნავია, რომ რომ არა სკუდერიას მორიგი შეცდომა ბოქსებში შესვლის დაგეგმვისას, სებასტიან ფეტელს ამ რბოლაში მეტის მიღწევა და მეორე ადგილის დაკავება შეეძლო. გერმანელს ჯერ რამდენიმე წრის განმავლობაში სერხიო პერესი ამუხრუჭებდა, მერე კი, პიტსტოპის შემდეგ, სებას მაქს ფერსტაპენმაც გადაასწრო. შესაბამისად, ფეტელმა დაკარგა მეორე პოზიცია, რომელიც სტარტის შემდეგ ჰქონდა მოპოვებული.

“შანსი არ მქონდა, ისევ დავაგვიანეთ!” - ამბობდა ფეტელი რაციაში გაბრაზებული ხმით, - “თანაც, ბოლომდე ეს საბურავებიც ვერ გამიძლებს.”

მომდევნო რბოლა 30 სექტემბერს, რუსეთში გაიმართება…

საერთო ჩათვლა - TOP 5

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 281

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 241

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 174

4. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 171

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 148

გამოკითხვა

ვინ გახდება F1-ის ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი

კონსტრუქტორთა თასი - TOP 5

1. მერსედესი - 452

2. ფერარი - 415

3. რედ ბული - 274

4. რენო - 91

5. ჰაასი - 76

კომენტარები

ბოლო ამბები