Thumbnail
  • ვერა კოენი მანჩესტერ სიტის ყველაზე ასაკოვანი წევრია
  • ინგლისის ჩემპიონმა ფულჰემთან მატჩის წინ 102 წლის ქალბატონი დააფასა

შაბათს, მანჩესტერ სიტის კაპიტანი დავიდ სილვა გახლდათ, რომელმაც ფულემთან მატჩის წინ, გუნდი მოედანზე 102 წლის ქალბატონთან და მის 5 წლით უმცროს დასთან ერთად გაიყვანა.

ეს ქალბატონი ვერა კოენია, რომელიც 85 წელია, მანჩესტერ სიტის ერთგული წევრი გახლავთ და რომელიც 85 წელია, სიტის სეზონურ აბონემენტს ყიდულობს!

სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები 102 წლის ვერა კოენს უდიდესი ოვაციებით შეხვდნენ. სიტის მთავარი მწვრთნელი დებ კოენებს გადაეხვია. რაც შეეხება მატჩს: სიტიმ ფულემი 3:0 დაამარცხა (ვრცლად).

კომენტარები

ბოლო ამბები