Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის მარცხი ჩემპიონთან და რანდევუ დიდ ჩემპიონთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ოძეკი გოეიდოს წინააღდმეგ დამარცხდა
  • გაგამარუს ზედიზედ მესამე გამარჯვება
  • მონღოლმა ჰაკუჰომ დიდი ჩემპიონის რანგში მე-800 შეხვედრა მოიგო
ტოჩინოშინი V გოეიდო

შემოდგომის ბაშოზე მე-8 დღის (ნაკაბი) ბრძოლები გაიმართა, ბაშომ ეკვატორი გადალახა. ორი ოძეკის ბრძოლაში ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იაპონელ გოეიდოს შეხვდა. იაპონელმა იორიკირის ილეთით იმარჯვა. ტოჩინოშინს 5-3 ბალანსი აქვს და ისევ 3 მოგება რჩება დადებით ბალანსამდე.

ორშაბათს ტოჩინოშინის მეტოქე დიდი ჩემპიონი კისენოსატო იქნება, ერთადერთი იაპონელი იოკოძუნა 21-ე საუკუნეში. ურთიერთშეხვედრებში ქართველი აგებს - 9:16, თუმცა ბოლო სამი ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო. ბოლოს ტოჩინოშინმა კისენოსატოსთან 2016 წლის ივლისის ბაშოზე წააგო.

კვლავ მოიგო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერმა ქართველმა მძლავრი ოშიდაშით ჩიონოოს აჯობა და ბალანსი გამოისწორა - 4-4. ახლა მას დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან 4-ის მოგება მართებს. გაგამარუს მორიგი მეტოქე მე-10 ნომერი ტობიძარუა ანალოგიური ბალანსით.

ტოჩინოშინი V გოეიდო - აკი ბაშოს მერვე რაუნდი

ტოჩინოშინი V გოეიდო - აკი ბაშოს მერვე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

ჰაკუჰო - 800

ჰაკუჰო V იუტაკაიამა

ნაკაბის შემდეგ მხოლოდ ორი სუმოისტი დარჩა დაუმარცხებელი, ორი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და კაკურიუ. ჰაკუჰომ იუტაკაიამას ძლევით იოკოძუნას რანგში მე-800 გამარჯვება იზეიმა. დამარცხდა ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე კისენოსატო, რომელსაც ახლა 6-2 ბალანსი აქვს. ასევე მარცხი იწვნია ოძეკი ტაკაიასუმაც.

აკი ბაშო. VIII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

ჰაკუჰო ⚪ იუტაკაიამა ⚫ (უვატენაგე)

ტამავაში ⚪ კისენოსატო ⚫ (ოშიდაში)

კაკურიუ ⚪ იჩინოჯო ⚫ (იორიკირი)

შოდაი ⚪ ტაკაიასუ ⚫ (ჰიკიოტოში)

გოეიდო ⚪ ტოჩინოშინი ⚫ (იორიკირი)

იკიოი ⚪ მიტაკეუმი ⚫ (ოშიდაში)

ტაკაკეიშო ⚪ კაისეი ⚫ (ცუკიოტოში)

ბაშოს ლიდერები

8-0

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

7-1

ტაკაიასუ (ოძეკი)

გოეიდო (ოძეკი)

ჰოკუტოფუჯი (მაეგაშირა 9)

რიუდენი (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები