Thumbnail
  • ანჩელოტი გუნდის თამაშით კმაყოფილია
  • ფიორენტინამ ნეაპოლში პირველი ქულები დაკარგა

4 წელიწადზე მეტია, რაც ფიორენტინა ნეაპოლში ვერ იგებს. არც ამ ჯერზე გამოუვიდა. 79-ე წუთზე არკადიუშ მილიკმა ლორენცო ინსინიეს ბურთი საჯარიმოში შეუგდო, იტალიის ნაკრების ფორვარდმა პირველი შეხებით ოდნავ წინ გაიგდო, მცველთან ბრძოლაში დაეწია და აუღებელი დაარტყა. ინსინიეს ამ გასროლამ კარლო ანჩელოტის გუნდს 3 ქულა მოუტანა და წინა ტურში, სამპდორიასთან გასვლით მატჩში განადგურებით (0:3) სერიოზულად შელახული რეპუტაცია რამდენადმე გამოუსწორა.

ნაპოლის ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ამ ტურამდე უდანაკარგოდ მოთამაშე "სკუადრა ვიოლა" დაცვაში დიდი ყურადღებით მოქმედებდა, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ზემოთ ითქვა, ინსინიემ იყოჩაღა - 1:0.

კარლო ანჩელოტი, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი: "ის შედეგი მივიღეთ, რომელიც დავგეგმეთ, პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში კი რისკზე წავედით, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, უნდა მოგვეგო. ანუ ჩვენ ავად არ ვართ, გენუაში მხოლოდ სურდო გვქონდა, მეტი არაფერი. ლორენცო ინსინიე კი შეუდარებელი იყო - ჩვენს შორის საუკეთესო".

ნაპოლი 1:0 ფიორენტინა

გოლი: 1:0 ინსინიე (79)

ნაპოლი (4-3-3): კარნეზისი - რუი, კულიბალი, მაქსიმოვიჩი, ჰიუსაი - ზელინსკი, ჰამშიკი, ალანი - ინსინიე (82, როგი), მერტენსი (57, მილიკი), კალიეხონი (70, უნასი)

კომენტარები

ბოლო ამბები