Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუს მიღწევა
  • ჟოზე მოურინიოს გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

პრემიერლიგის მე-5 ტურის დღის ბოლო მატჩში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად 2:1 დაამარცხა უოტფორდი. ეს ჟოზე მოურინიოს გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, მანჩესტერი 9 ქულით მერვე ადგილზეა და ლიდერებს, ჩელსისა და ლივერპულს 6 ქულით ჩამორჩება. 

ჟოზე მოურინიომ 5-დან 3 მატჩი მოიგო

სტუმრები 35-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში კრის სმოლინგმა უპირატესობა გაზარდა. მეორე ტაიმში უოტფორდმა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოასწრო. 94-ე წუთზე ნემანია მატიჩმა მეტისმეტი უხეშობისთვის მეორე ყვითელი მიიღო და გასახდელში თანაგუნდელებზე წამებით ადრე გაემართა. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ დავიდ დე ხეა იყო. 

საინტერესო ფაქტები

► რომელუ ლუკაკუმ 39 მატჩში შეძლო იუნაიტედის მაისურით 20 გოლის გატანა. უფრო სწრაფად კლუბში ეს მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროიმ (26 თამაში), რობინ ვან პერსიმ (32) და დუაიტ იორკმა (34) შეძლეს.

► იუნაიტედმა უოტფორდის 100%-იან სტარტს წერტილი დაუსვა.

უოტფორდი 1:2 მანჩესტერი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 სმოლინგი (38), 1:2 გრეი (65)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია (93. ბაილი), სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი - პოგბა, ფელაინი, მატიჩი - ლინგარდი (71. მარსიალი), ლუკაკუ, სანჩესი (84. მაკტომინეი) 

სხვა მატჩები

ტოტენჰემი 1:2 ლივერპული

ბორნმუთი 4:2 ლესტერი

ჩელსი 4:1 კარდიფი

ჰადერსფილდი 0:1 კრ. პალასი

სიტი 3:0 ფულჰემი

ნიუკასლი 1:2 არსენალი

კომენტარები

ბოლო ამბები