Thumbnail

'ჩემი პასი და გოლი პორტუს კარში' - ებრალიძის წყალობით შავეშმა გრანდს არ მოაგებინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პორტუ 1:1 შავეში
  • ავთანდილ ებრალიძის ჩაწოდებამ შავეშს ქულა მოუტანა

პორტუგალიაში ლიგის თასის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. პორტუგალიის გრანდმა პორტუმ "დრაგაუზე" უმასპინძლა შავეშს. ავთანდილ ებრალიძის გუნდი ფავორიტს სტუმრად 1:1 დაუზავდა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. 83-ე წუთზე შავეშმა გაათანაბრა, ავთომ მარცხენა

ფლანგიდან ჩააწოდა, მცველი ბურთს ხეირიანად ვერ შეწვდა და სტუმართა ფორვარდმა გაიტანა, რადგან ბურთს პორტუს მცველი შეეხო, ოფიციალურად ებრალიძეს საგოლე პასი არ ჩაეთვალა, თუმცა ამ გოლში მას დიდი წვლილი მიუძღვის. 

"ჩემი პასი და გოლი პორტუს კარში, ძალიან გახარებული ვარ", - დაწერა ფეისბუქზე ავთო ებრალიძემ. 

კომენტარები

ბოლო ამბები