Thumbnail
  • ბარსელონას მეოთხე გამარჯვება ოთხ ტურში
  • ჩემპიონს გამარჯვება უსმან დემბელემ მოუტანა

ერნესტო ვალვერდემ სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან სანახევროდ ექპერიმენტული შემადგენლობით მოიგო, თუმცა ბარსამ კარგად ვერ ითამაშა და ბასკური კლუბის დაძლევაც ძალიან გაუჭირდა - 2:1. ამის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონს 4 თამაშიდან 12 ქულა აქვს.

დემბელემ ამ სეზონში ბარსას 4 ქულა მოუტანა

ვალვერდემ მოულოდნელად, სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად ათამაშა სემედუც და სერხი რობერტოც, გამოჩნდა რაფინია. ბუსკეტსი, კოუტინიო და არტურო ვიდალი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. სოსიედადი არიც ელუსტონდომ ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში ბარსამ მაინც შეძლო თამაშის შემოტრიალება - ლუის სუარესმა დამატებაზე იყოჩაღა, შემდეგ კი გამარჯვების გოლი უსმან დემბელემ გაიტანა (თუმცა ორი რიკოშეტის დახმარებით).

საინტერესო ფაქტები

► გასულ და წლევანდელ სეზონებში ბარსამ 23 ქულა მოიპოვა ისეთ თამაშებში, რომლებსაც აგებდა. ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

► ამ სეზონში უსმან დემბელემ პირადად 4 ქულა მოუტანა ბარსელონას.

► ლიონელ მესი პირველ ტაიმში 31-ჯერ შეეხო ბურთ და არცერთხელ მეტოქის საჯარიმოში. 

რეალ სოსიედადი 1:2 ბარსელონა

გოლები: 1:0 ელუსტონდო (12), 1:1 ლ. სუარესი (63), 1:2 დემბელე (66)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. კოუტინიო), პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია (57. ბუსკეტსი) - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (77. არ. ვიდალი)

კომენტარები

ბოლო ამბები