Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა
  • ქართველი კალათბურთელები დიდი ბრძოლისთვის მზად არიან
  • 📅 16 სექტემბერი ⌚ 19:00 🌍 თბილისი | საქართველო v საბერძნეთი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მეორე შეხვედრას გამართავს. ისრაელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში საბერძნეთს უმასპინძლებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ლიდერები აცხადებენ, რომ საბერძნეთთან უმძიმესი მატჩი გველის. მატჩი, რომელშიც ნაკრების ყველა კალათბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

კომენტარები: ილიას ზუროსი, მეტ ჯენინგი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე

ილიას ზუროსი: საბერძნეთთან მოგება ძალიან რთული იქნება, რადგანაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ვთამაშობთ. ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ძალიან კარგად ვიცით თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ამ ნაკრებს 7-დან 7 მოგება აქვს. მათ ორი დღის წინ სერბეთის დამარცხება შეძლეს. ჩვენთვის საბერძნეთთან თამაში დიდი გამოწვევაა.

მეტ ჯენინგი: ''ისრაელთან თამაშის შემდეგ, ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. საბერძნეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. ვიცით, რომ სწრაფი თამაში უყვართ. საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ მითამაშია - ვიცი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ისრაელთან თამაშის დროს გუნდურად ვმოქმედებდით, ასევე უნდა ვითამაშოთ საბერძნეთთანაც. ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვითამაშოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ.''

თორნიკე შენგელია: ''ისრაელთან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ იმავეს გავაკეთებთ საბერძნეთთან და გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ.''

დუდა სანაძე: ''საბერძნეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, მათთან წარმატების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოგება შეგვიძლია. საშინაო არენაზე ჩვენთან თამაში ყველას უჭირს.''

საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. საბერძნეთის ნაკრები 14 ქულით გერმანიასთან ერთად 1-2 ადგილებს იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები