Thumbnail

ფეხბურთი ჯაკუზიდან? რატომაც არა?!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კაენმა უჩვეულო გათამაშება მოაწყო
  • 4 გამარჯვებული თითო ტაიმს ჯაკუზიში გაატარებს

ფრანგული ლიგა 1-ის კლუბ კაენის ტვიტერზე მეტად უჩვეულო, დაახლოებით შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოქვეყნდა:

„საფეხბურთო მატჩის ყურება ჯაკუზიდან? ამიერიდან ეს შესაძლებელია! ერთი ტაიმი ჯაკუზიში ჩვენს სტადიონზე!“

კაენმა ლიონთან კალენდარულ მატჩამდე გულშემატკივრებს შორის ორიგინალური გათამაშება მოაწყო. ტალასოთერაპიის ერთ-ერთ ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში კლუბმა სოციალურ ქსელში კონკურსი ჩაატარა. ოთხმა გამარჯვებულმა მოიგო მატჩზე დასასწრები ბილეთი, ოღონდ არა ტრიბუნაზე, არამედ ჯაკუზიში, რომელიც ლიონთან მატჩის დროს სათამაშო მოედნის უშუალო სიახლოვეს დაიდგმება. უჩვეულო ბილეთების მფლობელები წყვილებად გაიყოფიან და ჯაკუზიში თითო ტაიმს გაატარებენ.

კაენისა და ლიონის მატჩი დღეს 19 სააზე დაიწება. არ გამოტოვოთ!

კომენტარები

ბოლო ამბები