Thumbnail

აიაქსმა თასზე ტვენტესთან წაგების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარსელ კეიზერი დაითხოვა. მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდიდან გაუშვეს მისი ასისტენტი - ჰენი სპიკერმანი და ასევე, სამწვრთნელო შტაბის წევრი დენის ბერგკამპი, რომელიც გუნდში 2011 წლიდან მუშაობდა და ძირითადად ახალგზრდებთან მუშაობით იყო დაკავებული.

გუნდის გენერალური მენეჯერი ედვინ ვან დერ სარი: "ცუდი ზაფხული და სეზონის ქაოტური სტარტი გვქონდა. ევროპული სეზონიც ნაადრევად დასრულდა ამან ძალიან იმოქმედა ამ გადაწყვეტილებაზე. მე და გუნდის სპორტული დირექტორი - მარკ ოვერმარსი ხშირად ვფიქრობდით გამოსავლაზე, მაგრამ ბოლოს ასე გადავწყვიტეთ."

დენის ბერგკამპი გუნდში 2011 წლიდან მუშაობდა

ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს დროებით გუნდის ყოფილი მოთამაშე და 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი - მიხაელ რაიციგერი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები