Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინს მიზნამდე სამი გამარჯვება რჩება, რიგში იაპონელი ოძეკია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი სეკივაკე იჩინოჯოს წინააღმდეგ - გამარჯვება იორიკირით
  • გაგამარუმ ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა
ტოჩინოშინი V იჩინოჯო

შემოდგომის ბაშოზე მე-7 დღის ბრძოლები გაიმართა. ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მორიგი მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იყო. მონღოლ სუმოისტს ქართველი ურთიერთდაპირისპირებებში 12:5-ს უგებდა. ლევანმა ამჯერადაც გაიმარჯვა იორიკირის ილეთით. ტოჩინოშინს 5-2 ბალანსი აქვს და დადებითის განაღდებამდე სამი მოგება აშორებს.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება. ეს პირველი ოძეკია, რომელსაც ბაშოზე ქართველი სუმოისტი შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში 15:10-ია იაპონელის სასარგებლოდ. 2018 წელს ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინმა მოიგო, მარტის ბაშიზე - გოეიდომ.

შეგახსენებთ, რომ ბაშოზე ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის განაღდება სჭირდება, ამისთვის კი სულ 8 ბრძოლა მაინც უნდა მოიგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს. 

ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-8 ნომერ ცურუგიშოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ეს ქართველი სუმოისტის მე-3 გამარჯვება იყო აკი ბაშოზე. მას 3-4 ბალანსი აქვს და დადებითისთვის იბრძვის. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-7 ნომერი ჩიონოოა.

აკი ბაშო. VII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

კაკურიუ ⚪ შოდაი ⚫ (ოშიდაში)

ჰაკუჰო ⚪ ენდო ⚫ (კოშიკუდაკე)

კისენოსატო ⚪ ჩიონოკუნი ⚫ (იორიკირი)

გოეიდო ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (ოშიდაში)

ტაკაიასუ ⚪ ტამავაში ⚫ (ჰატაკიკომი)

ტოჩინოშინი ⚪ იჩინოჯო ⚫ (იორიკირი)

მიტაკეუმი ⚪ ტაკაკეიშო ⚫ (ცუკიოტოში)

კაისეი ⚪ იკიოი ⚫ (იორიკირი)

აბი ⚪ ონოშო ⚫ (ჰატაკიკომი)

ბაშოს ლიდერები

7-0

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

ტაკაიასუ (ოძეკი)

ჰოკუტოფუჯი (მაეგაშირა 9)

6-1

კისენოსატო (იოკოძუნა)

გოეიდო (ოძეკი)

მიტაკეუმი (სეკივაკე)

რიუდენი (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები